ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის ამერიკელი ექსპერტი: ღვინის ხარისხით ცნობილ რეგიონთა სიაში რაჭაც მოიაზრება
20 თებერვალი, 2018

რაჭას ცნობილი ამერიკელი ღვინის ექსპერტი ლიზა გრანიკი სტუმრობდა, რომელმაც რაჭული საოჯახო მარნები დაათვალიერა და ღვინო შეაფასა.

„საქართველო ღვინის სამშობლოა, რასაც მისი მრავალფეროვანი ლანდშაფტი განაპირობებს, ღვინის ხარისხით ცნობილ რეგიონთა სიაში რაჭაც მოიაზრება. სასიამოვნოა, რომ მრავალწლოვანი ტრადიცია გრძელდება და დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტი არაერთ ოჯახური ტიპის მარანს ითვლის, სადაც სხვადასხვა სახეობის ღვინო მზადდება,“ – განაცხადა ლიზა გრანიკმა.

მევენახეობა–მეღვინეობის ტრადიციების შესახებ გრანიკი წიგნის გამოცემას აპირებს, სადაც ასახული იქნება საქართველო როგორც ღვინის სამშობლო და ის უძველესი და თანამედროვე ტექნოლოგიები, რასაც ლიზა გრანიკი საქართველოს რეგიონებში ეცნობა.

ცნობილ ამერიკელ მეღვინეს, სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე გიორგი გონაძე შეხვდა და სტუმარს რაჭული ღვინის ტრადიციები და ტექნოლოგიები გააცნო.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.