„ღვინის დარგს სჭირდება რეფორმა-კერძო სექტორი ფაქტობრივად არაფერში ჩართული არ არის“
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი სამანიშვილი ამბობს, რომ 2006 წელს რუსეთის ბაზრის დაკეტვას დადებითი გავლენა ჰქონდა ქართული ღვინის სექტორზე, თუმცა ის არ თვლის, რომ ბაზრის გახსნა და ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტის განახლება შეცდომა იყო.
სამანიშვილის თქმით, ის, რომ გარკვეული იმპულსები არსებობს რუსულ ბაზარზე პრობლემების შექმნის, ამაზე პასუხი ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დარგის რეფორმირება და მეღვინეების მხარდაჭერა.
„შეცდომა იყო თუ არა რუსეთის ბაზრის გახსნა, ჩემი აზრით არა. ის თანხა, რაც დატრიალდა აუცილებელი იყო, თუნდაც იმ ვენახების გაშენებისთვის, ან იმ ინვესტიციებისთვის, რაც კეთდება.მგონია, რომ მეღვინეებმაც იციან, რომ არ იყვნენ ტრადიციულ ბაზრებზე დამოკიდებული, რა უნდა გაკეთდეს.რუსეთის ბაზარი უნდა შევინარჩუნოთ. თუ ცოტა შემცირდება, ჩემი აზრით ეს უფრო კარგი იქნება, ვიდრე ცუდი.
ყველა მიმართულება საინტერესოა, ჩინეთში რაც გაკეთდა, წარმოუდგენელი იყო, მართლაც კარგი მუშაობის შედეგად. ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ქვეყნები, პლონეთი, ცალსახად სამუშაოა ამ ბაზრებზე, თუმცა ადგილობრივი ბაზარი არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ გვაქვს ბოთლის ღვინო, 10-ჯერ უნდა გაიზარდოს, რომ ექსპორტს დაეწიოს საქართველოში გაყიდვების მაჩვენებელი.
იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული იმპულსები არის რუსეთიდან, მოკლევადიანი გეგმები უნდა გაკეთდეს, რათა ღვინის კომპანიებმა წელს შეძლონ და სტაბილურად გადაამუშაონ ყურეძენი, დაამზადონ ღვინო და მოემზადონ მომავალი წლისთვის.
ბევრი ჩარევა სჭირდება პროფესიონალური და არა პოლიტიკური, ეს შეიძლება არც გაჟღედეს მასმედიაში, ასე ჯობია.
დარგს სჭირდება რეფორმა, ჩვენ თითქმის გავედით პოსტსაბჭოთა სტილის მეღვინეობიდან და გადავდივართ თანამედროვე „ევროპული“ სტილის მეღვინეობაში. უკან არ უნდა დავბრუნდეთ, ამაზე მუშაობაა საჭიროა.
დღეს სამწუხაროდ აღარ მუშაობენ. ეს შეიძლება კარგი გამოწვევა იყოს რომ განახლდეს მუშაობა. კერძო სექტორი ფაქტობრივად არ არის ჩართული არაფერში“-აცხადებს გადაცემაში „ფორბსის კვირა“ გიორგი სამანიშვილი.
BM.GE