კახეთში, სეტყვისგან დაზარალებული მოსახლოების ყურძნის გადამუშავება დასრულებულია. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, სულ გადამუშავდა სეტყვისგან დაზიანებული 1,1 ათასი ტონა ყურძენი.
მისივე თქმით, ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში 18 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად, რამდენიმე სოფლის 500-მდე ჰექტარი ვენახი დაზიანდა.
„შექმნილი ვითარების გამო, ქალაქ თელავში, რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ოპერატიულად დაიგეგმა ღონისძიებები იმ ფერმერების დასახმარებლად, ვისაც მოსავალი დაუზიანდა და ვენახები დაზღვეული არ ჰქონდა. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების შესაძლებლობა მოსახლეობას სტიქიიდან მეორე დღესვე მიეცა და მთელი ეს პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობდა,“ - განაცხადა ანდრო ასლანიშვილმა.
www.travelingeorgia.ge