ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის ეროვნული სააგენტო საექსპორტო ღვინოზე კონტროლს აძლიერებს
08 ივლისი, 2019

ღვინის ეროვნული სააგენტო საექსპორტო ღვინოზე კონტროლს აძლიერებს.

სააგენტო 50 000 ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს, რაც საექსპორტო ღვინის და სპირტის პარტიებიდან სინჯების აღებასა და ლაბორატორიულ შემოწმებაზე დაიხარჯება.

ღვინის ეროვნული სააგენტო დღეისათვის 5 ლაბორატორიასთან თანამშრომლობს, რომელთაც მინიჭებული აქვთ აკრედიტაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ესენია: შპს „ღვინის ლაბორატორია; შპს „ნორმა“; შპს „ექსპერტიზა+“; შპს „მულტიტესტი“ და „საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი“.

არის კომპონენტები, რომლის შემოწმება ვერ ხერხდება საქართველოში აკრედიტირებულ ლაბორატორიებში და ნიმუშები იგზავნება საზღვარგარეთ საერთაშორისო აკრედიტირებულ ლაბორატორიებშიც.

აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ამავე მიზნით აპრილში 100 000 ლარიანი გამარტივებული შესყიდვა ითხოვა და თანხმობაც მიიღო.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.