პანდემიის პირობებში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მცირედით, თუმცა მაინც გაზრდილია.
2021 წლის 9 თვეში, საქართველომ მსოფლიოს 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინო გაყიდა, ღვინის ექსპორტიდან კი $168 მლნ მიიღო, ეს 11%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში, რაოდენობრივი მაჩვენებელი კი წლიურ 12%-იან ზრდას აჩვენებს.
საექსპორტო ქვეყნების ლიდერი კვლავინდებურად რუსეთია, მას მოსდევს უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.
ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილია სტრატეგიულ ბაზრებზე პოლონეთში 24%-ით (4 156 777 ბოთლი), ჩინეთში - 16% (3 961 484), ლატვიაში - 2% (1 218 075), ლიეტუვაში - 36% (744 600), აშშ - 18% (807 413), გერმანია - 21% (604 136), დიდ ბრიტანეთში - 178% (513 724).
ზრდაა ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა კანადა - 88% (261538), შვედეთი - 59% (96400), ჩეხეთი - 202% (112356), საფრანგეთი - 7% (56800), ყაზახეთი - 32% (2805598), ისრაელი - 28% (304827), აზერბაიჯანი - 21% (162527), თურქეთი - 209% (93330), უკრაინა - 8% (8609575), რუსეთი - 7% (43350901), მონღოლეთი - 146% (362370), ბელარუსი - 12% (2642509) და ა.შ.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინო ექსპორტზე 397-მა კომპანიამ გაიტანა.
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი 270 მლნ აშშ დოლარი შეადგენს, რაც 15%-ით აღემატება, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
www.business-partner.ge