ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის ეზო N1 ახალ მიმართულებებს ავითარებს
12 აპრილი, 2021

ოჯახური ტურისტული ობიექტი „ღვინის ეზო N1“ ახალი მიმართულებებს ავითარებს. ეს არის საერთაშორისო პროექტები, რომელიც მიმართული იქნება არაფორმალურ განათლებაზე, კულტურათა გაცვლაზე. კომპანიამ ყვარლის რაიონში ამ მიზნით უკვე შექმნა საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც საქმიანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

 „ღვინის ეზო N1"-ის დამფუძნებელმა პროექტის გაფართოებასა და ტექნიკით აღჭურვაზე გრანტიც მოიპოვა. როგორც თიკა დუღაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, პროექტის მიზანი ადამიანების მთელი მსოფლიოდან თავმოყრა, კულტურათა ერთ სივრცეში დიალოგი და ინტერნაციონალური გარემოს შექმნაა.

"აწარმოე საქართველოში" გრანტის მოპოვება ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია. პირველი გრანტით შევძელით ღვინის ჩამოსხმა და საწარმოო ხაზის გამართვა, ახლახანს მიღებული გრანტით კი საკონფერენციო სივრცის მოწყობას ვგეგმავთ, ამისთვის ჩვენს ეზოში არსებული ძველი შენობა საკუთარი რესურსით განვაახლეთ. მისთვის საბოლოო სახის მიცემას, თანამედროვე ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით მოწყობას კი მოპოვებული გრანტით ვგეგმავთ.

სოფლად ნაკლებად არის მსგავსი საკონფერენციო-საგანმანათლებლო სივრცები, ამიტომ გვინდა ამით ხელი შევუწყოთ საქმიანი ტურიზმის და რეგიონის განვითარებას. სივრცეს ისეთი საერთაშორისო პროექტებისთვის გამოვიყენებთ, როგორიცაა ევროკავშირის პროექტები, ღვინის სკოლა, რომელიც საბოლოო ეტაპზეა. ეს შესაძლებლობას მოგვცემს ვუმასპინძლოთ ტრენინგებს, კონფერენციებს, გამოფენებს, კულტურულ ღონიძიებებს და ა.შ.“ – აღნიშნავს თიკა დუღაშვილი.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.