ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის ინდუსტრიის გამოწვევები ომის ფონზე და TBC Capital-ის 2 სცენარი
06 აპრილი, 2022

უკრაინაში ომი მძვინვარებს, ქართული ღვინის ინდუსტრია კი ისევ გაურკვევლობაშია.

2006 წლის რუსული ემბარგოს შემდეგ, საქართველო ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციას ცდილობს, თუმცა ამის მიუხედავად, ქართული ღვინის თითქმის სამი მეოთხედი, კვლავ რუსეთის (57%) და უკრაინის (12%) ბაზარზე იყიდება, შესაბამისად, რუსეთ-უკრაინისი ომის ფონზე ქართული მწარმოებლებისთვის რისკი ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი.

TBC Capital-ი არსებულ მდგომარეობას და მოსალოდნელ გამოწვევებს განიხილავს და 2 სცენარს წარმოადგენს.

  1. დროული გადაწყვეტის სცენარი 2022 წელს – დროული გადაწყვეტის სცენარში მთლიანი ექსპორტი 33%-ით ეცემა 2022 წელს საწყისთან შედარებით (26%) ძირითადად რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაკისრების გამო. ვარაუდობენ, რომ გადახდის საკითხები მალე მოგვარდება, ასევე რუსეთში ექსპორტი 38%-ით შემცირდება. მიმდინარე ომის გამო ღვინის ექსპორტი უკრაინაში წლის ბოლომდე გადავადება, რაც უკრაინაში წლიური ექპორტის 90%-ით ვარდნას გამოიწვევს. სხვა ქვეყნებში ექსპორტი ძირითადად იქნება, თუმცა არსებობს რეპუტაციის რისკები, რაც ეკონომიკურთან შედარებით, ნაკლებ ზიანს იწვევს იწვევს. ამ სცენარის შემთხვევაში, გასაყიდი ღვინის ღიერებულება $87 მლნ შეადგენს.
  1. დაგვიანებული გადაწყვეტის სცენარი 2022 წელს– დაგვიანებული მოგვარების შემთხვევაში მთლიანი ექსპორტი საწყისთან შედარებით 44%-ით მცირდება. ამ სცენარში რუსული კომპანიები წლის ბოლომდე ვერ მოაგვარებენ გადახდის პრობლემას, ექსპორტი კი 55%–ით შემცირდება. უკრაინაში სავარაუდოდ ექსპორტი რჩება ისე, როგორც პირველ სცენარში, ხოლო სხვა ქვეყნებში 14%-ით კლებულობს. რამდენადაც ბაზარზე საერთო მდგომარეობა უარესდება, ამ შემთხვევაში მეტი ღვინო დარჩა გასაყიდი, დაახლოებით, $116 მლნ–ის.

ორივე სცენარში დიდი რაოდენობით გასაყიდი ღვინო რჩება, რომელიც მაქსიმალურად მომგებიანი გზით უნდა განაწილდეს.

საკითხავია, როგორ მოიქცევიან კომპანიები შემცირებული მოთხოვნის გამო და როგორ მოახდენენ მარაგის მართვას. შეეცდებიან თუ არა მარაგის ალტერნატულ ბაზრებზე გადანაწილებას.

TBC Capital–ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნაწილი ფიქრობს, რომ მრავალი წელი დასჭირდება სხვა ბაზრის ათვისებას. ამიტომ, ეს ვარიანტი საეჭვოა, განსაკუთრებით მკაცრი კონკურენციის პირობებში. შესაბამისად, მომავალში შეიძლება გავაჩინოთ ყურძნის დაბალ ფასად შეძენის შესაძლებლობა შემცირებული მოთხოვნის გამო, რადგან ყურძნის მწარმოებელი ფერმერები არსებული სიტუაციის მიმართ უფრო დაუცველები არიან, ვიდრე მეღვინეები. მეღვინეებს შეუძლიათ შეამცირონ წარმოება და ხარჯები ნაკლები ყურძნის შეძენით, რაც ასევე შეამცირებს დაბალი გაყიდვების უარყოფით გავლენას.

business-partner.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.