"ღვინის კომპანია შუმმა" სახელმწიფოს მიერ აუქციონზე გამოტანილი არასასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენას გეგმავს.
კომპანიამ აუქციონზე უკვე გაიმარჯვა და წინანდალში 23809 კვ. მ მიწის ნაკვეთს 288 000 ლარად შეიძენს. თანხის გადახდის შესაძლებლობა კომპანიას ერთი თვის განმავლობაში შეუძლია.
აუქციონის პირობის თანახმად, კომპანიამ ნაკვეთზე 3 წელში მრავალწლიან ნარგავები უნდა გააშენოს და ის უნდა შემოღობოს.
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვეში კი კომპანიამ გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხა 13 266 ლარის სახაზინო ანგარიშზე უნდა გადარიცხოს.
business-partner.ge