ღვინის მაღაზია 700-ზე მეტი სახეობის სასმელით - „ბრენდ ვაინმა“ ახალი ფილიალი გახსნა
ღვინის მაღაზია 700-ზე მეტი სახეობის სასმელით - „ბრენდ ვაინმა“ ახალი ფილიალი გახსნა
თბილისში, ვაკეში, მისამართზე მცხეთის ქუჩა 48/50, 2919 წლიდან ფუნქციონირებს ღვინის მაღაზია „ბრენდ ვაინი‘‘. ახლახან ვაკე-საბურთალოს გზის ცენტრალური ტრასიდან რამდენიმე მეტრში, მაღაზიის ფილიალი გაიხსნა. მ. თამარაშვილის ქუჩაზე 4ა-ში მდებარე მაღაზია „ბრენდ ვაინი“ გაცილებით მასშტაბურია. 700-ზე მეტი დასახელების ღვინოს შორისაა ჩამოსასხმელი: ხაშმის საფერავი, ხიხვი, ჩინური, რქაწითელი ქვევრის, გორული მწვანე, ქისი და სხვა.
მაღაზიის მფლობელის, გიორგი ჩხაიძის გადაწყვეტილებით, მაღაზიამ ფუნქციონირება 2022 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო. საახალწლო დღეებში აქ ბევრს უმასპინძლეს. ვინაიდან სადღესასწაულო დღეების აღიშვნა ჭიქა ღვინის თანხლების გარეშე ბევრისთვის წარმოუდგენელია, მომხმარებელი აქ საახალწლო სუფრისთვის იძენდა სასმელს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაღაზიის დირექტორის გიორგი ჩხაიძე სტუმრებს ხშირად თავად მასპინძლობს, კვალიფიციურ რჩევებსაც გასცემს, ესაუბრება ამა თუ იმ სასმელის წარმომავლობის, თვისებების შესახებ და მისთვის სრულიად უცხო ადამიანებსაც კი გულხვად ასაჩუქრებს.
გიორგი ჩხაიძე:
- ღვინის პირველი მაღაზია 2019 წლის აპრილში გავხსენით. იმავე წლის ოქტომბრამდე, საკმაოდ კარგად ვმუშაობდით, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ბევრი სტუმარი ჩამოდიდა და ისინი „ბრენდ ვაინის“ ხშირი ვიზიტორები იყვნენ. კოვიდპანდემიის გამო, 2020-2021 წლებში იმავე დატვირთვით აღარ გვიმუშავია, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად გაჩერებულები ვიყავით. ასე მოხდა ტურიზმის სფეროშიც. ორივე სფერო დაზარალდა, რადგან უმეტეს შემთხვევაში სასმელს ტურისტი ყიდულობს. ქართული კულტურის გაცნობასთან ერთად, ის ქართული ღვინითაც ინტერესდება.
ღვინის პირველი მაღაზიის გავხსნისთანავე იდეაში მქონდა ფილიალის მოწყობაც, თუმცა, აქამდე ეს ვერ მოხერხდა. ახლა კი დიდი შრომის შედეგად, 1-ელ იანვარს „ბრენდ ვაინის“ ახალი ფილიალი გავხსენით. საკმაოდ დიდი ფართია, 200 კვადრატული. ისევე როგორც მცხეთის ქუჩაზე ღვინის მაღაზიაში, თამარაშვილის ფილიალშიც გაიმართება სადეგუსტაციო საღამოები, ამგვარი შეხვედრები გამორჩეულად უყვართ და საინტერესოა ხოლმე ჩვენი სტუმრებიათვის. როგორც პირველ მაღაზიაში, ისე მეორეში, თბილისში ღვინის ყველზე დიდი არჩევანია. მარაგი მუდმივად მზარდია. ხასგასმით ვამბობ, რომ ამ თვალსაზრისით კონკურენტობას ვერავინ გაგვიწევს, რადგან ჩვენ 700 -ზე მეტი სახეობის ღვინო გვაქვს გაყიდვაში. ამაში შედის, როგორც ქარხნის, ისე მცირე მარნის პროდუქცია, არაყი, ლიქიორი, კონიაკი. შესაბამისად, ფასებიც მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომია. ქართული ღვინის მოყვარულთ ვურჩევ „ბრენდ ვაინის“ თამარაშვილის ფილიალში სტუმრობას. 2023-2024 წლებში ძველ თბილისში კიდევ ორი მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ.
- ალკოჰოლური სასმელის გარდა, თამარაშვილის ფილიალში თუ იქნება წარმოდგენილი ღვინის თემაზე შექმნილი აქსესუარები, ქართული ნუგბარი, თაფლი და სხვა პროდუქცია?
- რა თქმა უნდა, მაღაზიაში გვაქვს: თაფლი, ჩურჩხელა, ცალკე განყოფილება დაეთმობა სუნელებს. ასევე გაყიდვაში გვექნება ღვინის აქსესუარები: თასები, დოქები, ქართული მინანქრის პროდუქცია და ჩემი მეგობრის დიზაინერის ფატი კახნიაშვილის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები - ყურძნის მტევნის თემაზე.
- საახალწლო დღეებში და სხვა დღესასწაულებზე, ყველაზე მეტი პოპულარობით რომელი სასმელი სარგებლობს?
- შამპანური. საახალწლო დღესასწაულებზე ახალ მაღაზიაში საკმაოდ ბევრი სტუმარი გვყავდა, როგორც ადგილობრივი მოახლეობა, ისე ჩვენ ქვეყანაში დროებით მაცხოვრებლები. უმეტესობა სწორედ ამ სასმელზე აკეთებდა არჩევანს. ჩვენთან ყველა სახის შამპანურია, რაც ამ ეტაპზე საქართველოში იწარმოება. პირადად მე გამორჩეულად მომწონს შ.პ. ს. „ბატონის“ შამპანური. ამჟამდე 20-მდე სახეობის ქართლი შამპანური გვაქვს მარაგში და ასორტიმენტი კიდევ გაიზრდება.
საუბარს ვასრულებდით, როცა მაღაზიაში ბატონი გიორგის მეგობარი, ქართული იარაღის მუზეუმის დირექტორი ეწვია - დავით ნასარიძე, მეტსახელად „ჩოხა“:
- მე და გიორგი საკმაოდ დიდი ხანია ვმეგობრობთ. ბევრი საერთო გვაქვს, უპირველესად კი ქართული კულტურის, ტრადიციისა და ღვინის წარმოების სიყვარული გვაკავშირებს. რამდენჯერმე მცხეთს ქუჩაზე არსებული მაღაზიის სადეგუსტაციო საღამოების წამყვანიც ვიყავი. გიორგის თავის მაღაზიებში გამორჩეულად მაღალი ხარისხის ღვინო აქვს და ასევე სერვისს სთავაზობს თავის სტუმრებს. ღვინის მაღაზიის ახალი ფილიალის გახსნა მახარებს. იმედია ამ უბანში და არამარტო აქ დასახლებული მოსახლეობის ყურადღებასა და ინტერესს მოკლე დროში დაიმსახურებს.
ავტორი: ანა კალანდაძე
travelingeorgia.ge