ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„პანდემიის გამო დასაქმებულების ნაწილის უხელფასო შვებულებაში გაშვება მოგვიწია“ – „ღვინის ქარხანა N1”
13 ივლისი, 2021

პანდემიის პერიოდში კომპანიების ნაწილს თანამშრომლების უხელფასო შვებულებაში გაშვება მოუწიათ, გამონაკლისი არც „ღვინის ქარხანა N1” აღმოჩნდა. პანდემის შედგებზე კომპანიის ფინანსური დირექტორი ქრისტი ჭანიშვილი გადაცემა „ქალების ნარატივში“ საუბრობს.

"პანდემიის განმავლობაში, როდესაც ყველაფერი დაკეტილი იყო, ობიექტი გატანის სერვისზე მუშაობდა, კადრების რაღაც ნაწილის ამის ხარჯზე შენარჩუნება შევძელით, თუმცა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დასაქმებულთა ნაწილის უხელფასო შვებულებაში გაშვებაც მოგვიწია, კარგი ის არის, რომ უკვე შედარებით უკეთესმა რეალობამ ამ კადრების უკან დაბრუნებისა და მეტიც ახალი კადრების დამატების საშუალებაც მოგვცა“ – აღნიშნავს ის.

ქრისტი ჭანიშვილის თქმით, „ღვინის ქარხანა N1”-ს მალე ახალი ობიექტებიც დაემატება.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.