ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ღვინის ქურდების" ბრენდით ქართული ღვინო გაზაფხულიდან ამერიკის ბაზარზე გაიყიდება
25 იანვარი, 2024

"მთავარი ფოკუსი წელს ამერიკის ბაზარზე გვექნება და ალბათ, გაზაფხულიდან პირველი ექსპორტი განხორციელდება", - ამის შესახებ კომპანია „ღვინის ქურდების“ თანადამფუძნებელმა ზაზა ასათიანმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 2023 წელს ექსპორტი 30%-ით გაიზარდა.

"გასულმა წელმა საკმაოდ კარგად ჩაიარა და საბოლოო ჯამში, შედეგებით კმაყოფილი ვართ. გასულ წელს ადგილობრივ ბაზარზე ფოკუსი არ გვქონია და შესაბამისად, განსაკუთრებული ზრდაც არ დაფიქსირებულა, თუმცა ექსპორტი 2022 წლის მონაცემთან შედარებით, დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა. ახალ ბაზრებზე ვიკიდებთ ნელ-ნელა ფეხს. დაგვემატა ავსტრია, ასევე მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ და პოლონეთში შევდივართ. გაყიდვები გაიზარდა ჩვენს ძირითად ბაზარზე ნორვეგიაში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი არის ქარვისფერი ღვინო. საფრანგეთშიც საკმაოდ წარმატებულად ვპოზიციონირებთ. პარიზში ქართული ყურძნის ცნობადობა ძალიან დაბალია, თუმცა ჩვენი ღვინო მაინც იყიდება და საკმაოდ პოპულარულია არამხოლოდ ქართველ ემიგრანტებში, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებში. ასევე, დიდი ბრიტანეთი და გერმანია ძალიან მნიშვნელოვანი ბაზრებია და ჩვენს გეგმებში არის, თუმცა მთავარი ფოკუსი წელს ამერიკის ბაზარზე გვექნება და ალბათ, გაზაფხულიდან პირველი ექსპორტი განხორციელდება“, - განაცხადა ასათიანმა.

შეგახსენებთ, ღვინის კომპანია „ღვინის ქურდები“ 2015 წელს წინანდალში დაფუძნდა. დაფუძნებიდან პირველი ორი წელი კომპანიის საქმიანობის კონცეფცია მოიცავდა მევენახე გლეხების მოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ გადაყვანას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე, ასევე კომპანია მათ ეხმარებოდა ღვინის ბრენდირებასა და სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის გატანაში.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.