ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის სააგენტო: „წელს ყურძნის ფასი გასულ წელთან შედარებით სავარაუდოდ, ნაკლები იქნება“
12 აგვისტო, 2019

„კერძო კომპანიებში არსებული მარაგების გამო, წელს ყურძნის ფასი გასულ წელთან შედარებით, სავარაუდოდ, ნაკლები იქნება“ – ეს განცხადება ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა „საქმიანი დილის“ ეთერში გააკეთა.

მიუხედავად ამისა, ლევან მეხუზლა ადასტურებს, რომ წელს ყურძნის ფასის სუბსიდირება არ მოხდება.

„დაახლოებით, იგივე რაოდენობის მოასავალს ველოდებით, რაც შარშან გვქონდა, ეს იქნება დაახლოებით, 200-250 ათას ტონამდე, უფრო ზუსტად რამდენიმე კვირაში გამოჩნდება.

შარშანდელი რეკორდული მოსავლის გამო საკმაო მარაგები დაგროვდა კერძო კომპანიებში და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მოთხოვნა თავისუფალ ბაზარზე ყოველ შემთხვევაში, თეთრ ყურძენზე, ნაკლები იქნება.

მიუხედავად ყველაფრისა, ვეთანხმები მინისტრს (ლევან დავითაშვილს) და ჩვენ არ შევალთ სუბსიდიაში. რაც შეეხება „აკურას,“ პირველი, რაც უნდა განვმარტო, რომ ამ თანხის გამოყოფა ჯერ არ მომხდარა. არსებობს ასეთი პროცედურა – გამარტივებული შესყიდვა, რომლის უფლებაც მან წინასწარ უნდა მოიპოვოს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს და ბიუროკრატიული პროცედურები უკვე გავლილი ქონდეს.

„აკურამ“ შარშანაც დასეტყვილი ყურძენი ჩაიბარა; ეს იყო ახმეტის და გურჯაანის რაიონი. ის მოქმედებს როგორც შპს, ის ყურძენს იყენებს სასპირტე მიმართულებით, ასაწყობებს ამ სპირტს, რომელიც მერე შეიძლება გაყიდოს თავისუფალ ბაზარზე და მოგება დარჩეს, თუმცა კატეგორიულად რაც არ ხდება და რის უფლებას არ აძლევენ საუთარ თავს, ისინი არ ერევიან თავისუფალ ბაზარზე. „აკურა“ ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც არის ყურძნის ჭარბი რაოდენობა და არ ჩანს კერძო კომპანია, რომელიც ამ ყურძენს ჩაიბარებს”, – განმარტა მეხუზლამ.

ინფორმაციისთვის: მთავრობა რთველის მხარდასაჭერად წელსაც 20 მილიონს გამოყოფს. აღნიშნული თანხა დაიხარჯება როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ყურძნის შესყიდვისთის, გადამუშავებისთვის, დასაწყობებისა და შენახვისთვის. შესაბამისი პირდაპირი შესყიდვის თანხმობა “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ მმართველობაში მყოფ“ ს.ს „აკურას“ მთავრობამ უკვე მისცა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.