ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის სექტორში ჩართული 22 წარმატებული ქალის ისტორია ერთ წიგნად გამოიცა
24 აპრილი, 2019

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, ღონისძიებას უმასპინძლა, რომელიც იმ ქალებს მიეძღვნა, რომლებიც საქართველოში ღვინის ინდუსტრიაზე გავლენას ახდენენ.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. კონფერენციის ფარგლებში, რომლის მიზანსაც ქართველი და გერმანელი მეღვინე ქალების შემდგომი თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის და ახალი წიგნის „ნელი დუღილი – ქალები ქართული ღვინის ბიზნესში“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში ღვინის სექტორში ჩართული 22 წარმატებული ქალის ისტორიაა გაერთიანებული.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.