ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის ტურიზმის შესახებ გლობალურ კონფერენციაში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას
26 აგვისტო, 2022

2022 წლის 19-21 სექტემბერს იტალიაში, ქალაქ ალბაში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) და იტალიის მთავრობა ღვინის ტურიზმის შესახებ  მე-6 UNWTO გლობალურ კონფერენციას უმასპინძლებენ.

ყოველწლიური კონფერენცია უნიკალური შესაძლებლობაა ექსპერტებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის, რათა მათ  ერთად გადაჭრან პრობლემური საკითები და მოიძიონ გზები,. რომელიც  ღინის ტურიზმს უფრო სტაბილურს და მდგრადს გახდის და სოფლის მაცხოვრებლებს სტაბილური მომავლის  შექმნაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. წინასწარი ინფორმაციით, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად კონფერენციას ღვინის ტურიზმში ჩართული კომპანიებიც დაესწრებიან.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.