ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია საქართველოში
13 სექტემბერი, 2021

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია საქართველოში, - ასეთია გალტ & თაგარტის ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორის კვლევის მიგნება.

კვლევაში ნათქვამია, რომ 2019 წელს სექტორის საერთო მოგების მარჟა 30.2%, საოპერაციო მოგების მარჟა კი 20.8% იყო, რაც ბიზნეს სექტორის საშუალო მაჩვენებელს 1.4-ჯერ და 1.7-ჯერ აღემატება.

კვლევაში მითითებულია, რომ ტოპ კომპანიები უფრო მაღალ მომგებიანობას ინარჩუნებენ და 2017-20 წლებში ტოპ 10 კომპანიის საშუალო შეწონილი საერთო მოგების მარჟა 41.2% იყო, EBITDA მარჟა 24.9%.

მსხვილი კომპანიების წილი სექტორის ჯამურ შემოსავლებში 2020 წელს 41%-მდე გაიზარდა 2015 წელს არსებული 12%-დან. კვლევის ავტორები დასძენენ, რომ სექტორში არსებობს უფრო მეტი კონსოლიდაციის პოტენციალი.

კვლევაში მითითებულია, რომ პანდემიის მიუხედავად, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორის შემოსავლები მხოლოდ 2.1%-ით შემცირდა 2020 წელს, რაც სტაბილური საგარეო მოთხოვნის დამსახურება იყო.

2020 წელს ღვინის ექსპორტი 5.6%-ით შემცირდა 210.3 მლნ დოლარამდე. "ეს შემცირება გაცილებით დაბალია 2015 წლის კრიზისთან შედარებით, როდესაც ექსპორტი თითქმის განახევრდა. ამავდროულად, 2020 წელს ბრენდის ექსპორტი 6.7%-ით გაიზარდა 113.2 მლნ დოლარამდე. აღსანიშნავია, რომ ღვინის ექსპორტის ზრდა შენარჩუნდა ახალ სამიზნე ბაზრებზე (განსაკუთრებით პოლონეთში, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში), რამაც ნაწილობრივ დააკომპენსირა რუსეთის მხრიდან მოთხოვნის შემცირება. 2021 წლის პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტის ზრდა დაჩქარდა და პანდემიამდელ დონესაც გადააჭარბა", - ნათქვამია კვლევაში.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.