ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციისთვის - ფორუმები მაისსა და სექტემბერში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით წელიწადში ორჯერ მაისსა და სექტემბერში ღვინის ფორუმს მართავს საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის. მაისსში - ახალი ღვინის ფესტივალსა და სექტემბერში, რთველის პერიოდში.
ამჯერად ადმინისტრაციის ორგანიზებით მე-4 სამოგზაურო მედია ფორუმი გაიმართა.
ღონისძიებაში ღვინისა და კულინარიის თემატიკაზე მომუშავე გავლენიანი საერთაშორისო ჟურალისტები მონაწილეობდნენ, მათ შორის ფრანგული გამოცემა Libérartion-ის, პოპულარული სამოგზაურო ჟურნალის The Trip Magazine-ის და კულინარიული ჟურნალის Food & Drink magazine-ის წარმომადგენლები, ასევე იტალიური ონალინგამოცემა identiagolose.it ჟურნალისტი (გამოცემას ყოველთვიურად 1,5 მილიონიდან 2.3 მილიონამდე მკითხველი ჰყავს )
ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ხელმძღვანელი შეხვდა, გიორგი ჩოგოვაძემ მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო. ფურიმის ფარგლებში პრეზენტაცია გამართეს ღვინის ეროვნული სააგენტოს და გასტრონომიული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა.
ფორუმის მონაწილეებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო.
პრესტურის ფარგლებში უცხოელი ჟურნალისტები დაესწრნენ ახალი ღვინის ფესტივალს და ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო ფესტივალს „ZERO COMPROMISE.“
www.travelingeorgia.ge