ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინისა და სპირტის კონტროლისთვის ღვინის ეროვნული სააგენტომ 100 000 ლარი გამოყო
09 აპრილი, 2019

ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის მაქსიმალური კონტროლისთვის ღვინის ეროვნული სააგენტომ 100 000 ლარი გამოყო.

სააგენტო ღვინისა და სპორტის საექსპორტო პარტიებზე სისტემატიური მონიტორინგს ატარებს. აღებული ნიმუშები რამდენიმე აკრედიტირებულ ლაბორატორიაში შემოწმდება.

ღვინის ეროვნული სააგენტო დღეისათვის 5 ლაბორატორიასთან თანამშრომლობს, რომელთაც მინიჭებული აქვთ აკრედიტაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ლაბორატორიებია: „ღვინის ლაბორატორია; „ნორმა“; „ექსპერტიზა+“; „მულტიტესტი“ და „საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი“.

ამასთან, არის კომპონენტები, რომლის შემოწმება ვერ ხერხდება საქართველოში აკრედიტირებულ ლაბორატორიებში და ნიმუშები იგზავნება საზღვარგარეთ საერთაშორისო აკრედიტირებულ ლაბორატორიებში.

GBC.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.