ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 5-21 ოქტომბრის ჩათვლით ქართული ღვინის დღეები - ღვინობისთვე 2018 გაიმართება.
ღვინობისთვე სტარტს 5 ოქტომბერს თელავის ძველ ბაღში აიღებს. ღვინის დღეების ფარგლებში გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია, გაიმართება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, თემატური ნამუშევრების (ფოტო, მხატვრული, მინა, კერამიკა, ტექსტილი) გამოფენა-გაყიდვა და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები.
მოეწყობა საშემოდგომო პავილიონები, გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება ფოლკლორული და მუსიკალური ნომრები.
www.travelingeorgia.ge