ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ღვინოს ჩვენც ვაწარმოებთ... ქართული ღვინო საბერძნეთში კარგად ცნობილი არაა“-ელჩი
29 მარტი, 2021

საბერძნეთის ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი Forbes-თან ინტერვიუში საქართველო-საბერძნეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალზე საუბრობს. დიპლომატი აღნიშნავს, რომ საელჩომ სწორედ ახლა დაიწყო მუშაობა იმ კუთხით, რომ მოიძებნოს ნიშა და იდენტიფიცირება მოხდეს თუ რომელ ქართულ პროდუქტს აქვს საბერძნეთის ბაზარზე პოტენციალი.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიმუშვოთ იმაზე, რომ ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კონკრეტულ პროდუქტებზე სოფლის მეურნეობიდან, შეგვიძლია დავინახოთ კონკრეტული ტექნოლოგიები და ყოველთვის შეგვიძლია განვიხილოთ თუ რა სინერგიის უზრუნვეყოფა შეგვიძლია ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე ექსპორტის კუთხით“-ამბობს დიპლომატი და ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ასე პასუხობს:

„ღვინოს ჩვენც ვაწარმოებთ. ქართული ღვინო საბერძნეთში კარგად ცნობილი არაა. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ კონცენტრირება უნდა გააკეთოთ იმ ბაზრებზე, რომლებსაც ესმით და აინტერესებთ კონკრეტულ ხასიათის ქართული ღვინო. მაგალითად, ქვევრის ღვინო. ეს ისაა, რასაც მარტივად ვერ იპოვით. როგორც ვხედავ ყურადღება გამახვილებულია მასობრივ წარმოებასა და ექსპორტზე. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ თქვენ უნდა იმუშავოთ მეტი მხოლოდ უფრო მეტად ისეთ ბაზარზე, სადაც ფასები მაღალია, რაოდენობა მცირე და სადაც მიმართავ პროდუქტს იმ მომხმარებლისკენ, რომლემაც იცის ამ პროდუქტის შესახებ. აქ ვფიქრობ, რომ ტრადიციულად წარმოებულ ქართულ ღვინოს ექნება ადგილი“-აცხადებს კარაბალისი.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.