ღვინის მწარმოებელი კომპანია GWS ბიოღვინის უმსხვილესი მწარმოებელი ხდება. კომპანია ამ მიზნის მიღწევას 2022 წლისთვის გეგმავს.
როგორც „ბიზენესპარტნიორში“ სტუმრობისას კომპანია GWS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ლესპიმ განაცხადა, ბიოღვინის წარმოებას კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს.
„ბიოღვინოებზე 2016 წელს დავიწყეთ მუშაობა. ეს იყო პირველი ლოგიკური გაგრძელება ჩვენი დაკვირვებებისა. ჩვენ გვექნება 165 ჰა ვენახი ამ მიმართულებით სერტიფიცირებული და გავხდებით ნაციონალური მასშტაბით ლიდერები ბიოღვინის სექტორში. ეს არის მნიშვნელოვანი რომ გავზარდოთ „ჯივიესის“ იმიჯი, გავაუმჯობესოთ ექსპორტი“, - განაცხადა ფილიპ ლესპიმ.
კომპანია ბიოღვინის საექსპორტო ბაზრებზე გატანას უახლოეს პერიოდში გეგმავს.
business-partner.ge