HANDWRITTEN COLLECTION – Accor-ი და Mardi Holding-ი ბათუმში ახალ სასტუმროს ხსნიან
2026 წელს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე Handwritten Collection ბრენდის სასტუმრო გაიხსნება, – ამასთან დაკავშირებით მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ჯგუფი კომპანია Accor-ი, თანამშრომლობის ხელშეკრულებას საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია Mardi Holding-თან გააფორმებს.
ახალი სასტუმროში 197 ნომერი იქნება და მოიცავს ლუქსის ტიპის ნომრებსაც. სასტუმროს, საერთო ფართი 80 000 კვადრატული მეტრია, სადაც განთავსდება თანამედროვე ფიტნეს დარბაზი, გასტრონომიული რესტორანი და საკონფერენციო დარბაზები. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი სასტუმროდან 20 წუთის მანძილზეა, ცენტრალური მატარებლის სადგური კი სულ რაღაც 10 წუთის გზაზე. კარგი ადგილმდებარეობის წყალობით, სასტუმროს სტუმრებს ექნებათ მარტივი წვდომა ქალაქის მთავარ ინფრასტრუქტურასთან და რეკრეაციულ და ტურისტულ ზონებთან, მათ შორის ბათუმის ბულვართან და ქალაქის ცენტრთან.
„Handwritten Collection-ის ბრენდის სასტუმრო პირველი პროექტია რეგიონში. ის შექმნილია მოგზაურთათვის, რომლთათვისაც მნიშვნელოვანია მოგზაურობის შთაბეჭდილებები და სტუმართმოყვარეობის უახლესი ტენდენციები. ახალი ბრენდი შექმნილია დამოუკიდებელი სასტუმროებისა და ბუტიკ სასტუმროების მფლობელების მხარდასაჭერად, რომლებიც ცდილობენ გააძლიერონ თავიანთი პოზიციები, მოიზიდონ აუდიტორია და შეინარჩუნონ საკუთარი ინდივიდუალურობა. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს დინამიურად განვითარებადი ტურისტული ბაზარი შეძლებს დამატებითი იმპულსის მიღებას სასტუმროს ახალი ბრენდების მოზიდვით, ასევე დანერგავს სტუმართმოყვარეობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს. მადლობას ვუხდით Mardi Holding-ს მშვენიერი შესაძლებლობისთვის, განვახორციელოთ კიდევ ერთი პროექტი ქვეყნის მთავარ შავი ზღვის კურორტზე“, – განმარტავს Accor New East Europe-ის გენერალური დირექტორი ალექსის დელაროფი.
“გვჯერა, რომ ჩვენი პროექტი პანორამული თბილი აუზით გახდება ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი ბათუმის რუკაზე“, – აღნიშნავს მარდი ჰოლდინგის მმართველი პარტნიორი ნუგზარ ბერიშვილი.
Handwritten Collection-ის ბრენდი Accor-ის პორტფოლიოში 2023 წლის იანვარში შევიდა და წარმოადგენს ექსკლუზიური სასტუმროების უნიკალურ კოლექციას ინდივიდუალური დიზაინით.
avianews.ge