ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჰაწვალზე ახალი საბაგირო გზა აშენდება - "ემ თი ეიმ" გამარტივებული შესყიდვის უფლება მიიღო
12 აგვისტო, 2021

ჰაწვალი-ზურულდის დასაკავშირებლად ახალი საბაგირო გზა აშენდება. სამუშაოებისთვის 8.665 მლნ ევროა გათვალისწინებული, რისთვისაც კომპანია "ემ თი ეის“ გამარტივებული შესყიდვის უფლებაც მიეცა.

სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ სვანეთში ჰაწვალი-ზურულდის საბაგირო გზა დღეის მდგომარეობით, ამორტიზებულ/დაზიანებულ მდგომარეობაშია და ვერც ზამთრის და ვერც ზაფხულის სეზონებზე ვერ უზრუნველყოფს ვიზიტორების შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაყვანას.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შეფასებით, ხანგრძლივი ექსპლუატაციისა და არანორმირებული სამუშაო რეჟიმის გამო გზა ფიზიკურად მოძველებულია, ამასთან, გზის გამტარუნარიანობა არ არის შესაბამისობაში I რიგის (მესტია-ჰაწვალი) საბაგირო გზის გამტარუნარიანობასთან.

პროექტით გათვალისწინებული შედეგები საბაგიროების მომხმარებელთა ოდენობის ზრდასაც მოახდენს, ვინაიდან, ჰაწვალი-ზურულდის არსებული საბაგირო გზა, შექმნილი პრობლემების გამო დაბალი გამტარუნარიანობისაა, მის ადგილას მოწყობილი ახალი გონდოლას ტიპის საბაგირო გზა (10 კაციანი) კი უზრუნველყოფს საათში 1 800-დან 2 400-მდე მგზავრის გადაყვანას (გონდოლების რაოდენობის მიხედვით).

ახალი საბაგირო გზა 2021 - 2022 წლების სათხილამურო სეზონისთვის მზად უნდა იყოს.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.