ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ჰერბია" სოფლის ევოლუციის მუზეუმს ზაფხულში გახსნის
13 აპრილი, 2022

ქვეყანაში მწვანილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი "ჰერბია" სოფლის ევოლუციის მუზეუმს ზაფხულში  გახსნის.

კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა მუზეუმი ზაფხულში მთელი მისი კონცეფციით გაიხსნება. 

მუზეუმში წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 300 წლის ისტორია - როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები სოფელში და როგორ ვცხოვრობთ დღეს.

"ჰერბიამ" აგროტურიტულ საქმიანობას დაწყების შესახებ შარშან განაცხადა, ხოლო "სოფლის ევოლუციის მუზეუმზე" მუშაობა მანამდე, 2 წლით ადრე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აგროტურისტული სივრცე წყალტუბოში მოეწყობა და პირველ სტუმრებს ზაფხულში მიიღებს.

"ჰერბიას" ტერიტორიაზე მოწყობილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, ასევე გაიმართება სხვადახვა ქართული კერძის მომზადების მასტარკლასები. წარმოდგენილი იქნება "ჰერბიას" საფირმო ბიოღვინო და სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი იშვიათი ღვინოები. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ჰერბია" ქვეყანაში მწვანილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია.

business-partner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.