ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ჰერბიას" ტურისტული კომპლექსი ზაფხულში გაიხსნება
13 მარტი, 2024

''ჰერბიას“ ტურისტული კომპლექსი და ეთნოგრაფიული კუთხე ზაფხულში გაიხსნება. როგორც კომპანიის დირექტორი ზურაბ ჯანელიძე  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ ეტაპზე სამუშაოების 90% შესრულებულია. 

მისი ინფორმაციით, ტურისტული კომპლექსი გააერთიანებს აგროტურიზს,  მუზეუმს, კულინარიას, ღვინის  და ეკოტურებს. ჯანელიძე ადგილობრივ ტურისტების შემდეგ, ყველაზე მეტი რაოდენობით სტუმრებს პოლონეთიდან ვარაუდობს. 

"გადავწყვიტეთ ეკოტურისტული შესაძლებლობები ცოტა განსხვავებული კუთხით მიგვეტანა მომხმარებლამდე, ეს არის ე.წ. სოფლის ევოლუციის მუზეუმი, რომლის კონცეფცია ტურისტებში დიდ ინტერესს გამოიწვევს. სახელწოდება ჯერ შერჩეული არ გვაქვს. ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულებულია, ფაქტობრივად, ბოლოსკენ ვართ. კომპლექსს ზაფხულში გავხსნით და პირველ სტუმრებსაც მივიღებთ. გათვლა გვაქვს როგორც უცხოელებზე, ასევე ადგილობრივ მოქალაქეებზე, ვცდილობთ, მომხმარებლებს ხელმისაწვდომი სერვისები შევთავაზოთ. რაც მთავარია, ვინც კი შემოვა საქართველოში, ჩვენთან სტუმრობა ყველას ინტერესი უნდა იყოს," - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.

ახალი პროექტის საინვესტიციო ღირებულებას ჯანელიძე ჯერჯერობით არ ასახელებს და აცხადებს, რომ სანამ სამუშაოები არ დასრულდება და პროექტი არ ჩაბარდება, ინვესტიციას ვერ დააკონკრეტებს. 

''ჰერბაის" ტურისტული კომპლექსი 30 ადამიანს დაასაქმებს.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში აგროტურისტული სივრცე წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე 1 ჰა ტერიტორიაზე მოეწყობა.  "ჰერბიამ" აგროტურისტულ საქმიანობას დაწყების შესახებ ჯერ კიდიევ 2021 წელს განაცხადა, ხოლო "სოფლის ევოლუციის მუზეუმზე" მუშაობა მანამდე, 2 წლით ადრე დაიწყო.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.