“ჰილტონ ბათუმში” სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე კურსდამთავრებულები დასაქმდნენ
სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლების ფარგლებში ბათუმის პროფესიული კოლეჯი “ბლექსის” ხუთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე კურსდამთავრებული სასტუმრო “ჰილტონ ბათუმში” დასაქმდა.
დასაქმებული კურსდამთავრებულები კოლეჯის სხვადასხვა საგანმანათლებლო მიმართულებიდან არიან: ჯაღათაშვილი პალინა – მზარეულის სპეციალობის 2016 წლის კურსდამთავრებული; მიქელაძე ედნარი -სასტუმრო საქმისმწარმოებლის სპეციალობის პროფესიული სტუდენტი; ხუციშვილი ნინო – ოთახის მზარეულის სპეციალობის 2015 წლის კურსდამთავრებული; მალაყმაძე გოგიტა – ინფორმაციული ტექნოლოგისა და ვებ ინტერფეისის დეველოპერის 2017 წლის კურსდამთავრებული; წითელაძე მალხაზ -პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელი ოპერატორი.
როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, სსსმ პირების დასაქმება მოტივატორი აღმოჩნდა ანალოგიური შეზღუდვის მქონე სხვა პირთათვის და 2017 წლის საშემოდგომო მიღებისთვის კოლეჯის სხვადასხვა სპეციალობაზე ხუთი სმენის არმქონე პირი დარეგისტრირდა.
www.bpi.ge