"სტარტაპ საქართველოს“ პროექტში გამარჯვებული მედია პალტფორმა "ჰოლო" მიღებული გრანტით ჰოლოგრამული თეატრის გახსნას გეგმავს.
როგორც BM-სთან ბრენდის თანადამფუძნებელმა სანდრო ჯავახიშვილი ამბობს, თეატრში დეკორაციის სახით სცენა ჰოლოგრამებით გაფორმდება, თეატრში შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსებაც.
„კულტურის სააგენტოსთან ერთად გავაკეთეთ რამდენიმე პროექტი, სამომავლოდ ვგეგმავთ შევქმნათ „ინოვაციური ოთახი“ სადაც ტექნოლოგიური და ისტორიული კულტურა ერთმანეთს შეერწყმება. ოთახში წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ჰოლოგრამა არამედ ბევრი სხვა თანამედროვე სისტემები, გარდა ამისა ვთანამშრომლობთ ეროვნულ მუზეომთანაც.“ - აცხადებენ BM-თან კომპანიაში.
ბიზნესის კეთების სირთულეებთან დაკავშირებით კომპანიაში ამბობენ, რომ სტარტაპერისთვის ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დიდ კომპანიებთან კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზებაა, ხშირად შეთავაზებები უბრალოდ იკარგება. დიდმა კომპანიებმა არ იციან რა არის სტარტაპი და ჩნდება უნდობლობის ფაქტორი.
პროექტში „სტარტაპ საქართველო” გამარჯვების შემდეგ ‘ჰოლო’–მ ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები შეიძინა სამომავლოდ ბრენდი არაერთ ისეთ ახალ პროექტზე მუშაობას გეგმავს, რომელსაც ანალოგი არ ეყოლებაც როგორც ქართულ, ისე გლობალურ ბაზარზე.
www.travelingeorgia.ge