Hotel Gino Wellness Mtskheta - საუკეთესო სივრცე საქმიანი შეხვედრებისა და განტვირთვისთვის.
თუ ეძებთ მყუდრო, მშვიდ, კომფორტულ და სასაიამოვნო გარემოს, კონფერენციისთვის, ტრენინგისთვის, ვორქშოფებისთვის ან თუნდაც სხვა სახის სამუშაო შეხვედრისთვის, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ Hotel Gino Wellness Mtskheta, რომელიც ისტორიულ დედაქალაქში მდებარეობს.
დახვეწილი ინტერიერი, იდეალური სამუშაო გარემო, პროფესიონალური მომსახურება - ამ ყველაფრის სინთეზი თქვენ მოგცემთ შესაძლებლობას, მუშაობის პროცესი უფრო სასიამოვნო გახადოთ.
აქ შეგიძლიათ რამდენიმედღიანი ვიზიტიც დაგეგმოთ, განთავსდეთ სასტუმროში, გამართოთ შეხვედრები და თან დაისვენოთ.
საკონფერენციო სივრცე საქმიანი შეხვედრის მონაწილეებს დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე მასპინძლობს. შემდეგ კი შეგიძლიათ დატკბეთ სიმშვიდითა და მყუდრო გარემოთი. სასტუმროს მაღალკვალიფიციური პერსონალი თქვენს კომფორტზე მაქსიმალურად იზრუნებს.
სასტუმრო „ჯინოს“ სამ სართულზე 22 მყუდრო და კომფორტული ნომერია განთავსებული. აქვეა რესტორნი და ღია ტერასა.
ყველა ნომრის ღირებულებაში ღია აუზი, სპა მომსახურება და მრავალფეროვანი საუზმე შედის. სადილისა და ვახშმის მენიუ ინდივიდუალური და თქვენზე მორგებული იქნება, ყველა კერძი კი - განსაკუთრებული სიყვარულით დამზადებული.
სასტუმროს ღია ტერასიდან ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. აქედან შეგიძლიათ, მთელი სიმძაფრით შეიგრძნოთ მცხეთის სიდიდადე, დატკბეთ ლანდშაფტით, უძველესი ქალაქის არქიტექტურით და აქვე დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები.
ასე რომ, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, სად დაგეგმოთ სამუშაო შეხვედრები და აფასებთ ხარისხსა და პროფესიონალიზმს, ეწვიეთ Hotel Gino Wellness Mtskheta-ს და თავად დარწმუნდით, რომ ეს შეხვერებისა და დასვენებისთვის საუკეთესო სივრცეა.
www.travelingeorgia.ge