საქართველოს დეადაქალაქი, თბილისი არც სტუმრების და არც სასტუმროების ნაკლებობას არ განიცდის. არჩევანი დიდია, თუმცა იმისათვის რომ კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში მოხვდეთ უამრავი გარემოება უნდა გაითვალისწინოთ.
ადგილმდებარეობა, ხარისხი, მომსახურება, კვება, სერვისები, ფასი – ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თავი კარგად იგრძნოთ, თუმცა ამ ყველაფრის ერთ სივრცესი თავმოყრა კი არც ისეთი მარტივია! თუმცა შეუძლებელი ნამდვილად არ არის…
2019 წლის 19 მაისიდან პეტრე ქავთარაძის ქუჩაზე ფუნქციონირება ახალმა ბუტიკური სტილის სასტუმრომ დაიწყო. სასტუმრო “MoJo” სტუმრებს განსაკუთრებულ გარემოსა და დაბალ ფასებს სთავაზობს.
სიტყვა „მოჯო“ ამერიკულ-აფრიკულ კულტურიდან მოდის, რაც ადამიანის შინაგან ძალასა და ხიბლს ნიშნავს, რომელიც ერთ პიროვნებას სხვებისგან განასხვავბს და მას განსაკუთრებულ ინდივიდუალიზმს სძენს. სწორედ ამ ინდივიდუალიზმის აღმოჩენაა Mojo-შო შესაძლებელი (სლოგანიც შესაბამისია – “Come and get your Mojo”).
Mojo ჯამში 16 ნომერს აერთიანებს, ყველა მათგანი კომფორტით, სადა და ამავე დროს ფერადი გარემოთი გამოირჩევა. პერსონალი მუდამ სტუმრების კმაყოფილებაზეა ორიენტირებული.
დაგვერწმუნეთ, ასეთ გარემოს ხშირად ვერ შეხვდებით. სასტუმროში შესვლისთანავე იგრძნობთ, როგორ უზრუნიათ ყველა დეტალზე, ყველა ფერზე, ყველა შტრიხზე.
ფერების სიმრავლის მიუხედავად ყველაფერი ისეა შერწყმული ერთმანეთთან თან მხიარულ განწყობასს გმატებს თან გამშვიდებს.
სასტუმროში ყველა სერვისია იმისათვის რომ თავი დაცულად იგრძნოთ ცეცხლისა და კვამლის დეტექტორი, აგრეთვე ვიდეო მონიტორინგი. ნომრები აღჭურვილია ყველა იმ ნივთით, რაც კომფორტულად განთავსებისთვის საჭიროა.
სასტუმროს მდებარეობა სტუმრებს ხელს უწყობს ფეხით მოიარონ თბილისის მნიშვნელოვანი უბნები და დაათვალიერონ ისტორიულ/კულტურული ღირსშესანიშაობები.
იმის მიუხედავად რომ სასტუმრო მაღალი კლასისაა და საუკეთესო გარემოსა და მომსახურებას სთავაზობს სტუმარს, ფასი დაბალია! 2 კაცის განთავსება საუზმით 40$-დან იწყება.
ასე რომ, თუ ეძებთ გამორჩეულ და კომფორტულ გარემოს, ხელმისაწვდომ ფასად აუცილებლად ესტუმრეთ სასტუმრო MoJo-ს და დარწმუნდით, რომ ბედნიერება ზედმიწევნით კარგად გათვლილ დეტალებშია.
travelingeorgia.ge