ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სექტემბრიდან საქართველოში სასტუმროებს ვარსკვლავებით HOTELSTARS UNION–ი შეაფასებს
31 მაისი, 2019

Hotelstars Union-ის ვარსკვლავების სისტემით საქართველოში სასტუმროების შეფასება სექტემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ BM.GE-ს სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ქეთი მელაძემ განუცხადა.

მისი აზრით, ეს პროცესი ქვეყანაში საშუალო და მაღალშემოსავლიანი ტურისტის დაინტერესებას და შემოსვლას შეუწყობს ხელს, ქვეყნის პრესტიჟი აიწევს და ეს ტურისტების ნაკადის ხარისხზეც აისახება.

საქართველოს ვარსკვლავების მინიჭების სისტემის განსაზღვრაში დამხმარე ქვეყნებად ბალტიისპირა ქვეყნები მოიაზრებიან: გერმანია და შვეიცარია, რომელიც გამოირჩევა ამ სფეროში განსაკუთრებულად დიდი გამოცდილებით. აღსანიშნავია, რომ სასტუმროებისთვის ვარსკვლავების მინიჭების სისტემის შემოღება ევროპელი ტურისტების მხრიდან ნდობას გაზრდის, – განაცხადა ქეთი მელაძემ.

ქეთი მელაძის თქმითვე, რამდენიმე მსხვილი სასტუმრო ვარსკვლავებით შეფასების სისტემაში ჩართვაზე სურვილს უკვე გამოთქვამს.

რაც შეეხება ვარსკვლავების მინიჭების საკითხთან დაკავშირებულ თანხებს, როგორც სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, სასტუმროს მფლობელები კლასიფიკაციის თანხას ერთჯერადად გადაიხდიან.

მელაძის განმარტებით, განსაზღვრულია ასევე ფედერაციის საწევრო გადასახადი, რომელიც ინდივიდუალურად სასტუმროს მასშტაბურობის მიხედვით დადგინდება, რადგან ფედერაციის წევრობა აუცილებელია მინიჭებული ვარსკვლავების შენარჩუნებისა და მონიტორინგისთვის, რომელიც პერიოდულად განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ სასტუმროებს ვარსკვლავების მინიჭების შემდეგ სპეციალური დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემათ. სასტუმროს ვარსკვლავები გამოჩნდება როგორც სასტუმროს სივრცეში, ასევე სხვადასხვა დაჯავშვნის სისტემებში, ისეთში, როგორებიცაა Booking.com და TripAdvisor.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.