ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"იაგოს ღვინო" 2025-2026 წლისთვის ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება
31 ივლისი, 2023

2025-2026 წლისთვის „იაგოს ღვინო“ ადგილობრივ ბაზარზეც გამოჩნდება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა იაგო ბიტარიშვილმა „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ქართულ ბაზარზე რეალიზაციის დაწყება კომპანიის სამ-ოთხ წლიან გეგმაშია. რაც შეეხება ექსპორტს, „იაგოს ღვინო“ ამ დროისთვის  11 ქვეყანაში იყიდება.

„ჩვენ ამ ეტაპზე ახალ ქვეყნებს,  პროდუქციის არასაკმარისი რაოდენობიდან გამომდინარე,  ვეღარ ვიმატებთ. 11 ქვეყანაში ვყიდით ღვინოს. ძირითადად ევროპის ქვეყნებში, თუმცა ევროპის გარდა ჩვენი ღვინო  იაპონიაში,  ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებული შტატებში იყიდება. ახალ ვენახებს ვაშენებთ და ძირითადი მიზანი მაინც არის ის რომ  გვინდა 2025-2026  წლისთვის ადგილობრივ ბაზარზე გამოვჩნდეთ, მცირე რაოდენობით მაინც, რადგან ჯერჯერობით ჩვენ ღვინოს ადგილობრივ ბაზარზე არ ვყიდით, ეს ალბათ იქნება სამი ოთხი წლის შემდეგ. ზოგადად ექსპორტი დავიწყეთ ევროპით. 2006 წელს პირველი ექსპორტი იტალიაში განვახორციელეთ,  ბაზარი თანდათან გაფართოვდა და ახლა უკვე წარმოდგენილი ვართ ინგლისში, შვეიცარიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, დანიასა და გერმანიაში.“- აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.