ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"იაგოს ღვინო" 2025 წლიდან ქართულ ბაზარზეც გაიყიდება
08 აპრილი, 2022

„იაგოს ღვინო“ 2025 წლიდან ქართულ ბაზარზეც გაიყიდება. როგორც „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ განიხილება ნიშურ ადგილებში, მაგალითად, ღვინის ბარებში რეალიზაცია.

კომპანია ერთი დასახელების ღვინოს, ჩინურს აწარმოებს და სრულად ექსპორტზე ყიდის. საექსპორტო გეოგრაფია მოიცავს 11 ქვეყანას: იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, დანია, გერმანია, ჰოლანდია,ესპანეთი, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია და აშშ.

„ჩვენ საკმაოდ მცირე მარანი ვართ იმისთვის, რომ  ექსპორტზეც და ადგილობრივ ბაზარზეც ერთი დოზით ვიყოთ წამოდგენილი. უახლოეს მომავალში ვაპირებთ გაფართოებას, რომლის შედეგადაც ქართულ ბაზარზე შევალთ,“ - აცხადებს ბიტარიშვილი.

მეღვინე რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო გავლენაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მის მცირე მარანზე შექმნილ სიტუაციას ირიბი გავლენა რა თქმა უნდა ექნება, თუმცა, პირდაპირი არა, რადგან კომპანიას რუსეთში ღვინო არასდროს გაუტანია, უკრაინაში კი ძალიან მცირე წილით იყო წარმოდგენილი.

იაგო ბიტარიშვილს მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში გაშენებული ვენახი აქვს. ვენახი ბიომეურნეობაა, რადგან იქ ქიმიურ სასუქებს და შხამქიმიკატებს არ იყენებენ.  "იაგოს მარანი" წელიწადში დაახლოებით  5000-6000 ბოთლ ღვინოს ასხავს. ღვინოს კი ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში აყენებს.

business-partner.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.