ზამთრის ტურიზმის სტიმულირებისთვის აჭარაში „უპრეცედენტო ფასდაკლებების" პროექტი წელსაც განხორციელდება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში რადიო „კომერსანტს" განუცხადეს, რომ წელს გადაწყდა, პროექტი საერთაშორისო ბაზრებზე გავიდეს, ამიტომ მისი განხორციელება იანვრიდან დაიწყება, მანამდე კი მისი დამუშავება მოხდება. მათივე თქმით, უკვე ჰქონდათ შეხვედრა სარეკლამო და პიარ კომპანიებთან და გადაწყდა ახალი კონცეფციის შემუშავება.
ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი კი „კავკასუს ბიზნეს ვიკთან" აცხადებს, რომ ფასდაკლებები 25 დეკემბრიდან დაიწყება და იქნება როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ტურისტებისთვის, მისივე ინფორმაციით ბათუმის სასტუმროები 30-50% ფასდაკლებებს გამოაცხადებენ, პროექტში ჩართულია 30–მდე სასტუმრო, ასევე ბათუმის დელფინარიუმი, მუზეუმები და სხვა. „უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში" გასულ წელს განხორციელდა მარკეტინგული ღონისძიების ფარგლებში, 25 დეკემბრიდან 1 მარტამდე აჭარაში ჩამოსულ ტურისტებს რეგიონის ტურისულ ობიექტებში 30%-დან 50%-მდე ფასდაკლებებს სთავაზობდნენ.
ავტორ(ებ)ი : სალომე სოსელია
commersant.ge