იაპონიის ხელისუფლება COVID-რეგულაციების შემსუბუქებას განაგრძობს და სექტემბრიდან ქვეყანაში შემსვლელთათვის COVID-19-ზე სავალდებულო ტესტირებას აუქმებს იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სამი აცრა უკვე ჩაიტარეს. ამის შესახებ Bloomberg-ი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდაზე დაყრდნობით იტყობინება.
კიშიდას ინფორმაციით, შეზღუდვების შემსუბუქება 7 სექტემბრიდან მოხდება.
პრემიერმა დასძინა, რომ ხელისუფლება ასევე მალე გადაწყვეტს, გაზარდოს თუ არა ქვეყანაში დასაშვები დღიური ნორმა 20,000-დან. ამ კვირის დასაწყისში იაპონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავრობა გეგმავს ქვეყანაში ყოველდღიურად 50,000 მგზავრის დაშვებას.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ეს განცხადება იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ვიდეო-მიმართვის დროს გააკეთა თავისი რეზიდენციიდან, სადაც ის რამდენიმე დღის წინ კოროვირუსული ინფექციის გამო იზოლაციაში იმყოფებოდა.
ამასთან, სააგენტო წერს, რომ იაპონიაში შესვლა კვლავ დაშვებულია მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე გრძელვადიანი და ადრე გაცემული ტურისტული ვიზის მქონე პირებისთვის. გარდა ამისა, ივნისში იაპონიის ხელისუფლებამ უცხოელ ტურისტებს ქვეყანაში ორგანიზებული ტურისტული ჯგუფების მონახულების უფლება მისცა.
ფოტო: www.executivetraveller.com
commersant.ge