ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იაპონიაში, სუშის რესტორნების ცნობილ ქსელში ქართული ღვინო გამოჩნდება
26 აგვისტო, 2021

იაპონიაში, სუშის რესტორნების ერთ-ერთ ცნობილ "სუში ძანმაიას" ქსელში მალე მომხმარებელი ქართულ ღვინოსაც დააგემოვნებს. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. 

როგორც საელჩო ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს, საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელი, თეიმურაზ ლეჟავა "სუში ძანმაის" პრეზიდენტს, კიოში კიმურას შეხვდა და ქართული ღვინის შესახებ ესაუბრა.

შეხვედრის შედეგად კი გადაწყდა, რომ მალე "სუში-ძანმაის" ქსელში ქართულ ღვინოსაც ვიხილავთ.

BM.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.