IATA ევროკავშირის განცხადებას ვაქცინირებული ტურისტებისთვის ევროკავშირში თავისუფლად შესვლის შესაძლებლობას დადებითად აფასებს
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) მიესალმება ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებას, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა მიიღებს ტურისტებს, რომლებიც COVID-19-ზე ევროპული სააგენტოს (EMA) მიერ დამტკიცებული ვაქცინით იქნებიან აცრილნი.
როგორც IATA-ს პრესრელიზშია აღნიშნული, ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი.
“ეს ხალხს, მრავალი მიზეზის გამო, იმედს აძლევს – იმოგზაურონ, შეუერთდნენ ახლობლებს, შექმნან ახალი ბიზნეს შესაძლებლობები ან დაუბრუნდნენ სამუშაოს”, – განაცხადა IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უიმ უოლშიმ.
უოლშმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა IATA Travel Pass-ზე და განმარტა, რომ ის სექტორსა და მთავრობებს ვაქცინაციის სტატუსის მონიტორინგში დაეხმარება.
“თუმცა, ჩვენ მაინც ველოდებით ვაქცინების ციფრული სერტიფიკატების გლობალურად აღიარებული სტანდარტების შემუშავებას”, – თქვა IATA– ს გენერალურმა დირექტორმა.
avianews.ge