ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
IATA-ს ხელმძღვანელმა ქვეყნებს მოუწოდა ტურისტებს PCR-ტესტის ღირებულება აინაზღაუროს
11 მაისი, 2021

დღეისათვის მოგზაურობისთვის საჭირო PCR-ტესტების მაღალი ღირებულება, აძვირებს მოგზაურობის საერთო ფასს და გარკვეულწილად ხელს უშლის საერთაშორისო ფრენების აღდგენას, მიიჩნევს IATA-ს გენერალური დირექტორი ვილი უოლში.

”შიდა ბაზრებზე გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნისთანავე, ჩვენ ვხედავთ ძლიერ მოთხოვნას. იგივე შეიძლება მოხდეს საერთაშორისო ბაზრებზე. მაგრამ ეს შეიძლება კითხვის ქვეშ დადგეს ტესტირებაზე მაღალი დანახარჯების გამო, განსაკუთრებით PCR-ტესტების შემთვევაში. ნებისმიერი პროდუქტის ღირებულების ზრდა გარკვეულწილად მოთხოვნას აფერხებს”, – აცხადებს უოლში.

მისი თქმით, მთავრობებმა მოგზაურებს PCR-ტესტების ხარჯები უნდა აუნაზღაურონ.

“ტესტირების ხარჯები არ უნდა იდგეს ხალხსა და მათ თავისუფლად გადაადგილების შორის. საუკეთესო გამოსავალია, მთავრობა იკისრონ ეს ხარჯები. ეს მათი პასუხისმგებლობაა, ჯანმო-ს სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად”, აცხადებს IATA-ს ხელმძღვანელი.

IATA-მ ასევე შეისწავლა PCR-ტესტების ფასები 15 ქვეყანაში მოგზაურთათვის და დაადგინა, რომ ტესტირების საშუალო მინიმალური ღირებულება ერთ ადამიანზე 90 დოლარია, ხოლო საშუალო მაქსიმალური ღირებულებაა 208 დოლარი.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.