ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იახტკლუბი და გონდოლები – აჭარაში უნიკალური პროექტი დაიწყო
27 ოქტომბერი, 2015

პირველად აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე იახტკლუბი მოეწყობა. პროექტს თურქული კომპანია „ავრასია ჯორჯია" ახორციელებს და ამისათვის 4 მილიონი დოლარის დახარჯვასაც აპირებს.

„ავრასია ჯორჯია" 130 მილიონ დოლარად შეფასებულ სასტუმროს პროექტს ახორციელებს. სწორედ ამ ტერიტორიაზე გეგმავს კომპანია იახტკლუბის მოწყობას. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი სასტუმროს ტერიტორიაზე ძალიან დიდი კაზინო და სავაჭრო ცენტრიც განთავსდება. საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ოსმან ჩალიშქანი ამბობს იმასაც, რომ სასტუმროსა და იახტკლუბს შორის პატარ-პატარა არხები გაკეთდება, სადაც ვენეციის მსგავსად, გონდოლებით სეირნობა იქნება შესაძლებელი.

ცნობილია ისიც, რომ პროექტის განხორციელება 2017 წელს დასრულდება და გახსნის შემდეგ, კლუბი ერთდროულად 28 იახტის მიღებას შეძლებს.

ოსმან ჩალიშქანი „კომერსანტთან" განმარტავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ იახტკლუბი აჭარაში პირველად კეთდება, პროექტის მთავარი მიზანი ტურისტების დაინტერესებაა.

ავტორ(ებ)ი : მარიამ გეგეჭკორი

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.