ICAO-ს მიერ სოხუმის აეროპორტს ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი არ მიენიჭება
ICAO-ს მიერ სოხუმის აეროპორტს ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი არ მიენიჭება. ამის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) და საქაერონავიგაციის ხელმძღვანელი პირების ICAO-ს გენერალურ მდივანთან ხუან კარლოს სალაზართან და ამავე ორგანიზაციის ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორთან ნიკოლას რალოსთან შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ გაჟღერდა.
როგორც GCAA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის საკითხს.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს. შესაბამისად, ICAO-ს მიერ სოხუმის აეროპორტს ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი არ მიენიჭება, სანამ აღნიშნულზე ორგანიზაციას არ მიმართავს უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლება, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
avianews.ge