ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იერუსალიმთან ბირ-ელ-ყუტის მონასტერში მეცნიერები საქართველოს ისტორიულ კვალს შეისწავლიან
18 სექტემბერი, 2019

გეგუთის სასახლის ტერიტორიაზე საქართველოსა და ისრაელს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით, იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ბირ-ელ-ყუტის მონასტერში ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფების მიერ საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლა მოხდება.

მემორანდუმს ხელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და ისრაელის არქეოლოგიური ლიცენზირების დეპარტამენტის დირექტორმა პროფესორმა ჯონ სელინგმანმა მოაწერეს.

ისრაელში ერთობლივად განსახორციელებელ პროექტთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტი პარტნიორული ურთიერთობების სხვა მიმართულებებსაც მოიცავს, რომლებიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განისაზღვრება.

ორი ქვეყნის უწყებებს შორის აქტიური თანამშრომლობის პლატფორმა 2019 წლის თებერვლიდან დაფუძნდა და საქართველოს და ისრაელის საერთო ინტერესის მქონე მემკვიდრეობის ერთობლივი კვლევას, დაცვას და პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

imedi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.