ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი სასტუმროს რეპუტაცია, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა
17 მაისი, 2017
რივერსაიდმა გადაწყვიტა სასტუმროს მფლობელთა და მენეჯერთა ყურადღების გამახვილება საკითხებზე,
რომლებიც არ აკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის სტუმრებს.
 
ჩვენი მიზანია მონაწილეობა მივიღოთ მომსახურების ხარისხისა და სტანდარტის გაზრდაში, რათა უფრო მეტი კმაყოფილი ვიზიტორი ყავდეს ქვეყანას.
 
ვფიქრობთ, ჩვენი ყოველკვირეული სტატიები ხელს შეუწყობს მიზნის მიღწევას. გთხოვთ თქვენც ჩაებათ
დისკუსიებში და თქვენი შეხედულებები გაგვიზიაროთ.
 
წინა სტატიაში ვახსენეთ  ძირითადი საკითხები რაზეც გირჩიეთ ყურადღების გამახვილება, რათა დაიმსახუროთ
სტუმრების განმეორებითი ვიზიტი.  ახალი სტატიები ამ საკითხების სიღრმისეულ  განხილვას დაეთმობა.
 
პირველი თემა არის სისუფთავე.
თუ ყურადღებით მოეკიდებით დეტალებს – აუცილებლად დაფასდება თქვენი უპირატესობა.
ნომერში დაბინავებისას პირველივე, რაც სტუმრებს თვალში ხვდებათ – ეს იატაკია, შემდეგ სააბაზანო.
სასტუმროს ნომრების წყობიდან გამომდინარე ოთახის შესასვლელში არის სააბაზანო, საიდანაც გამოსული სტუმრები
სველი ფეხებით ხშირად ასველებენ იატაკს.
 
ლამინირებული იატაკის შემთხვევაში წყლის წვეთები აზიანებენ იატაკის ფილებს, რბილი იატაკის შემთხვევაში კი არასწორი გაშრობის შედეგად უშნო ლაქებს ტოვებენ. ეს ლაქები საკმაოდ აუშნოებენ დანარჩენ ინტერიერს და განწყობას აფუჭებენ, რადგან შესასვლელშივე გვეგებებიან.  არადა სასტუმროებში ძირითადად რბილ იატაკს იყენებენ.
 
დიასახლისებმა უნდა იცოდნენ როგორც ლაქებზე მყისიერი რეაგირების, ისე  რბილი იატაკების მოვლის ძირითდი წესები.
  • რბილი იატაკი ყოველდღე გაწმინდეთ მტვერსასრუტით;
  • აბაზანის წინ დასველებული ადგილები უნდა გააშროთ ფენით – თუ ყოველდღე ვერ შეამოწმებთ სველია თუ არა იატაკი, ლაქის გაჩენისთანავე დაასველეთ იგივე ტერიტორია (ოდნავ გადადით ლაქის საზღვრებს) და გააშრეთ ფენით;
  • იმ წუთშივე, როგორც კი ლაქას დააფიქსირებთ, გამოიყენეთ პროფესიონალური ლაქის ამომყვანი 
  • სითხეები და სველი სალფეთქები (სითხეები განსხვავდება ლაქის ტიპების მიხედვით);
ლაქების მოშორებასთან დაკავშირებით რამოდენიმე ვიდეო ჩვენს ოფისშიც ჩავწერეთ თუ სურვილი 
გექნებათ მობრძანდით და თქვენი ხელით ჩაატარეთ ექსპერიმენტები  რბილი ნაჭრის საფარიდან ლაქის ამომყვანი პროფესიონალური გერმანული ხსნარებით ყავის,  წითლი ღვინოს, მარკერის, პომადის, ფეხსაცმლის ლაქის, საღეჭირეზინის და ა.შ. მოშორება საკმაოდ მარტივია, თუ დროულად შეამჩნევთ;
 
გარდა სწრაფი რეაგირების საშუალებებისა აუცილებელია რბილი იატაკის გენერალური დასუფთავება წელიწადში მხოლოდ ერთხელ. აუცილებელია გახსოვდეთ – გაწმენდილ იატაკზე არ შეიძლება  მოძრაობა 10-12 საათის განმავლობაში;
  •  იატაკთან ერთად განიხილება პლინტუსიც რომელიც არცთუ იშვიათად რჩება დამლაგებლების ყურადღბის გარეშე. ოთახის დიზაინის შერჩევისას მაქსიმალურად სადა პლინტუსი და 
  • კარნიზი (ფიგურების გარეშე) შემდგომ უსიამოვნებებს აგარიდებთ;ასეთივე პრობლემა დგება როდესაც ჭერში ფიგურებს აკეთებენ კარნიზებითა და განათებებით –შემდგომში ისინი  მტვრისა და აბლაბუდების დაგროვების ადგილები ხდება, რასაც ძალიან ხშირად უყურადღბოდ ტოვებენ დიასახლისები;
  • თუ ოთახში ცენტრალური გათბობის სისტემის ბატარეები გიყენიათ, დიდი ყურადღებით მოეკიდეთ მისი თითოეული ჭრილის დასუფთავებას; 
 
ბარგის დადების შემდეგ პირველი,  რისი სურვილიც უჩნდება სტუმარს არის შხაპის მიღება. სააბაზანოში შესვლისას თქვენი ნდობა გაიზრდება თუ:
  •  უნიტაზზე არის ქაღალდის ლენტი  წარწერით დისინფეცტედ;
  • მთავარი საშხაპის კარები ზედ შემშრალი წყლის ლაქებით სასტუმროს მიმართ ნდობას უკარგავს სტუმარს. პრობლემებისგან თავიდან არიდებაშესაძლებელია თუ გამოიყენებთ ნაწრთობი მინისგან  და არა ორგმინისაგან დამზადებულ კარს (მინა გაცილებით კარგად იწმინდება და არ იბურება ხმარებაში) და გაწმენდთ სპეციალური წყლის წვეთებისადმი მედეგი სპრეით (აქაც პროფესიონალური საშუალებები გამოიყენეთ მხოლოდ)
ყურადღბა გაამახვილეთ ტრაპებზე. გამუდმებით ამოწმეთ მშრალი თეთრი ხელსახოცით არაფერი  დაგრჩეთ ზედ;
  •  არ გამოგეპაროთ საშხაპის პადონები, ჯობს თუ პადონებს საერთოდ ამოიღებთ ხმარებიდან, ვინაიდან მათი მოვლა პრაქტიკულად შეუძლებელია;
  • სააბაზანოს კარის სახელურზე ხშირად რჩება სველი ნათითურები. შეამოწმეთ სათანადოდ, რომ კარზე ხელის მოკიდება არავის შეეზაროს.
  • და სარკე – ის უნდა ბრწყინავდეს, რომ თქვენმა სტუმრებმა თავი ლამაზად და სასურველად იგრძნონ;
გისურვებთ ბევრ მუდმივ სტუმარს
 
სტატია მომზადებულია BOOKING.COM –ის გამოგმაურებებზე დაყრდნობით
 
რეკომენდაციები შედგენილია რივერსაიდის გუნდის მიერ
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.