Bioli Medical Wellness Resort-ის დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „ბიოლი“ საივენთო მომსახურებაზე გადადის, შესაბამისად კოტეჯების დაჯავშნა გაზაფხულამდე შეწყდება.
„კომერსანტი“ მჭედლიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ბევრი ადამიანი მეკითხება მართლა იკეტება ბიოლი პირველ ნოემბრიდან თუ არა. ვინაიდან ვაპირებთ დიდ განახლებებს და ბევრი სიახლეების დამატებას, ნოემბრის თვიდან ბიოლი ჰოლი გადადის მხოლოდ საივენთო რეჟიმში წინასწარი დაკვეთით. კოტეჯების დაჯავშნა შეწყდება ზაფხულამდე. შესაძლებელი დარჩება მათი ქირაობა ერთი თვიდან ერთ წლამდე. ველნეს პროგრამები და პროცედურები გაგრძელდება ქალაქში ახალ მისამართზე, რასაც ბიოლის მენეჯმენტი ცალკე დაანონსებს.ყველა დანარჩენ კითხვაზე მზად ვარ აქ გიპასუხოთ.“- წერს თამაზ მწედლიძე.
შპს „მედგრუპ ჯორჯიას კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტი „ბიოლი- ს მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2016 წელს გაიხსნა. პირველ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციების ოდენობამ 12 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
კომპანიის მიზანია საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარება და როგორც პრემიუმ კლასის, სამედიცინო კურორტის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე.
commersant.ge