ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ილიას მარანს“ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
06 აგვისტო, 2018

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ჩიქუნეთში ე. წ. „ილიას მარანს“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მარანი ამირან მალაყმაძის ეზოში მდებარეობს.

შუა საუკუნეებით დათარიღებული მარანი და აქ აღმოჩენილი არტეფაქტები კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულია.

მარანი დაზიანებულია, ჩამოქცეულია ქვები, წვიმის დროს ჩამოდის წყალი რის გამოც საკმაოდ დაზიანებულია მზიდი კედლები. მარანი დღეს უფუნქციოა, დაზიანებების გამო ფუნქცია დაკარგული აქვს.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მარანი ორი ნაწილისგან შედგება, ნაშენია ადგილობრივი ქვით, კირით დუღაბზე. კარგად იკითხება მარანის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლები, დანარჩენი ნაწილი კი მიწით არის დაფარული.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მარანში, ქვევრების არსებობას ადასტურებს აქ აღმოჩენილი არტეფაქტები, თუმცა ისინი დამტვრეულია, ერთი საკმაოდ მოზრდილი ქვევრი აღმოჩენილია მარანთან ახლოს, ეზოში. მიწისზემოდან მხოლოდ ქვევრის ზედა პირი იკითხება. 


მარნის ეზოში, მდებარე ქვევრი და აქ აღმოჩენილი არტეფაქტები, მსგავსია ჩაისუბნის გორანამოსახლარზე არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩენილ არტეფაქტებთან და ასევე, არხავეს ციხის ტერიტორიაზე შეგროვებული ქვევრის ნატეხებთან, რაც სპეციალისტებს აფიქრებინებს, რომ აქ არსებული მასალა საკმაოდ ძველია და დამატებით კვლევასა და არქეოლოგიურ სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს, რაც დაგვეხმარება მარნის ზუსტი დათარიღების დადგენაში. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.