ყვარელში ილიას ტბისა და დოლოჭოპის ნაქალაქარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
დოლოჭოპში აღმოჩენილია V საუკუნის ბაზილიკის ტიპის უდიდესი სატაძრო კომპლექსი, რომელიც როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტში იმედოვნებენ, ტურისტებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად მიმზიდველი ობიექტი გახდება.
„ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია. აღნიშნული პროექტის განხორცილება, რომელიც ილიას ტბასა და დოლოჭოპის ნაქალაქარს დააკავშირებს, ტურისტების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს“, - განმარტავენ მუნიციპალიტეტში.
www.travelingeorgia.ge