ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იმერეთი-რაჭის დამაკავშრებელი ახალი გზის აშენება მგზავრობის დროს 1 საათით შეამცირებს
27 ივლისი, 2018

ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. მონაკვეთი დაახლოებით 60  კმ. სიგრძისაა.

გზა იწყება საჩხერიდან და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი და ზუდალი. საბოლოოდ, ეს მონაკვეთი შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით და ონიდან - 5 კმ-ით. გზა უზუნთიდან შქმერისკენ მიდის.

გზის მშენებლობა დაგეგმილია 5 ნაწილად. ამჟამად, მიმდინარეობს  პირველი 5,5კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია. დანარჩენ მონაკვეთებზე საპროექტო სამუშაოები გრძელდება, რომლის დასრულების შემდგომაც გამოცხადდება ტენდერი და გაფორმდება ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე. ყველა მონაკვეთზე მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ამჟამად, 17 პროექტი ხორციელდება  ჯამურად 64 მილიონი ლარის ბიუჯეტით. „პროექტების   უმრავლეობა დასრულდება  წელს. ცალკე აღსანიშნავია, ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშრებელი ახალი გზის მშენებლობა, რომელიც მგზავრობის დროს დაახლოებით 1 საათს დაზოგავს“ - განაცხადა ქარსელაძემ.

როგორც საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ, ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს გზა (აღმოსავლეთ ალტერნატივა) გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას შეუწყობს ხელს.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.