„ინდოეთი საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ბაზარია საქართველოსთვის, კარგია, რომ ამით დაინტერესდნენ“ - ჰოტელიერი ინდოეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე
„ინდოეთი საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ბაზარია საქართველოსთვის,“ - ამის შესახებ ჰოტელიერმა, „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიდის ინტენსიური მუშაობა, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს სავიზო რეჟიმი ინდოეთთან.
„ინდოეთი ზოგადად მძლავრი ბიზნესმარკეტია, რომელიც მხოლოდ ტურიზმით არ შემოიფარგლება. მე პირადად, 2018 წლამდე აქტიური შეხება მქონდა ინდოეთის ბაზართან, ეს მოიცავდა როგორც კინო ინდუსტრიას, ასევე სხვადასხვა სფეროში ინვესტიციების განხორციელების ინტერესიც ჰქონდათ. ეს საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ბაზარია საქართველოსთვის. კარგია, რომ ამით დაინტერესდნენ და დაინახეს, რომ ძალიან დიდ ბაზარს ვკარგავთ“,- აღნიშნა მურაჩაშვილმა.
bpn.ge