ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ინდურთა - ნასოფლარი თუშეთში, რომელსაც ეროვნული სტატუსი განესაზღვრა
08 აგვისტო, 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მდებარე ნასოფლარ ინდურთას და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს პრემიერ მამუკა ბახტაძის ბრძანებით ეროვნული კატეგორია განესაზღვრა.

ნასოფლარი ინდურთა მდებარეობს თუშეთის ალაზნის ხეობაში, სოფ. ომალოდან დაახლ. 20 კმ-ზე. ნასოფლარი განლაგებულია მაღალი, კლდოვანი მთის ერთ-ერთი განშტოების ბოლოში, მდინარე თუშეთის ალაზნის მარცხენა ნაპირას.

კულტურული მემკვიდრეობს ეროვნულ სააგენტოს აღწერის მიხედვით, ნასოფლარში ნანგრევებად ქცეული, სამ ათეულზე მეტი ნაგებობაა, რომელთა ნაწილი მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშეა შემორჩენილი, ნაწილი კი თითქმის მთლიანადაა დანგრეული (კედლები დაახლ. 1-1,3 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი). ნასოფლარის მახლობლად, მდ. წოვათისწყლის მარცხ. შენაკადის ხეობაში სამაროვანია. ნასოფლარის თავზე, ერთმანეთთან ახლოს, დგას სამი ციხე-სახლი. სამივე ფიქლის მშრალი წყობითაა ნაშენი. მათგან ორი
შედარებით ნაკლები დანაკარგებითაა მოღწეული (ქვემოთ მოცემულია ერთ-ერთის აღწერილობა), ხოლო მესამე ორსართულნახევრის სიმაღლეზეღა დგას.

1 ციხე-სახლი ხუთსართულიანია, დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა, მონგრეულია V სართულის კედლების დიდი ნაწილი.

2 ციხე-სახლი, დგას ნასოფლარის აღმ. განაპირას. განეკუთვნება XVII_XVIII სს. სამსართულიანია (12,5ხ7,2 მ; შემორჩენილი სიმ. 7 მ), II სართულზე კედლები შიგნით მიწაშერეული ნაკელითაა შელესილი. დაზიანებულია: ჩანგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა, დანგრეულია III სართულის ჩრდ. კედლის დიდი ნაწილი.შენობა კაპიტ. კედლით ორ არათანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. დას. სათავსი აღმოსავლეთისაზე თითქმის ორჯერ დიდია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.