სასაზღვრო პოლიციამ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, ამ ეტაპზე შეიმუშავა სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილების ნებართვის აღების ახალი, მოქნილი წესები.
ახალი რეგულაციების თანახმად, სასაზღვრო ზონაში გადაადგილებისთვის, როგორც ფიზიკურმა, ასევე, იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და კონკრეტულ ადგილზე ვიზიტამდე, რამდენიმე დღით ადრე უნდა შეავსოს საშვის მაძიებლის განაცხადის ფორმა აღნიშნულ ბმულზე https://bpg.gov.ge/page/public-relations/information-for-tourists
ამასთან, განმცხადებელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს საშვის აღების კონკრეტული გამცემი პუნქტი. გარდა ამისა, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, ტურისტულად აქტიურ სასაზღვრო ზონასა და ზოლში მიმდინარეობს გამაფრთხილებელი ნიშნების დამონტაჟება.
აქვე გაცნობებთ, რომ 2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის, სამართალდამრღვევი პირების მიმართ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების მექანიზმები, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის გათვალისწინებული.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
სასაზღვრო პოლიციის სამმართველოების ტელეფონის ნომრებზე:
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური ოფისი 032 241 3292, 032 241 9718, 032 241 34 42
N1 სამმართველო (ბათუმი) 591 22 37 98
N2 სამმართველო (ახალციხე) 591 22 35 62
N3 სამმართველო (წითელი ხიდი) 591 22 39 49
N4 სამმართველო (დედოფლისწყარო) 591 22 35 90
N5 სამმართველო (ლაგოდეხი) 591 22 43 46
N6 სამმართველო (ბარისახო) 591 91 56 92
N7 სამმართველო (ყაზბეგი) 577 37 41 51
N8 სამმართველო (ჯავა-ონი) 591 22 43 05
N9 სამმართველო (მესტია) 599 04 89 53