2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენილი პირველადი პროექტის მიხედვით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 1,965 მლრდ ლარს შეადგენს.
2018 წელთან შედარებით ბიუჯეტი 150 მლნ-ით არის გაზრდილი. თანხის 70% განსაზღვრულია გზების მშენებლობისათვის - ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისათვის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 44%-ია გათვალსიწინებული, 26% მოხმარდება სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც მეორადი გზებისა და შიდა გზების მოწყობას ითვალისწინებს.
როგორც პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, განაცხადა, დარჩენილი 30%-დან დაახლოებით 11% ეს არის წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის. „გარდა ამისა რეგიონული განვითარების თვალსაზრისით სხვადასხვა პროექტების განხორციელება იგეგმება სხვადასხვა რეგიონში, რომელიც გულისხმობს როგორც წყლმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, ასევე ადგილზე კულტურულ-ტურისტული ადგილების მოწყობას თუ სარეაბილიტაციო სამუშაოებს“, - აღნიშნა გიორგობიანმა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრო სხვადასხვა რეგიონის პროგრამული განვითარების მიმართულებით მუშაობს, რაც ადგილზე დამატებითი შემოსავლის მოტანის მიზნით, ეკონომიკურ სარგებელზე გათვლილი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.
www.travelingeorgia.ge