ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის განხორციელებაც თბილისში იწყება
19 ივლისი, 2018

თბილისის მასშტაბით უახლოეს პერიოდში რამდენიმე მაგისტრალის, გამზირისა და ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება. ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია უკვე დაიწყო.

ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ განხორციელებულა.

სამუშაოების ფარგლებში, გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის აღდგენა, სადრენაჟო სისტემის, ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობა. შეიცვლება განათების სისტემა. ჯამში, 15 ათასი კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი შეიცვლება.

ქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელებაში 3,233 ლარი დაიხარჯება.

„ქალაქში, სხვადასხვა რაიონებში მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვიწყებთ. მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, მძღოლებს იმიტომ, რომ ქალაქში გარკვეული შეზღუდვები იქნება, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის კეთდება. მიზანმიმართულად იქნა არჩეული ეს პერიოდი, რადგან ხალხი ქალაქიდან გადის და შედარებით, ნაკლები მოძრაობაა. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში, კონკრეტულ მონაკვეთებზე შესაბამის სამუშაოებას დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, დაიწყება კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური სამუშაოები, მარცხენა სათადარიგო ზოლზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის იგეგმება ცენტრალური მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია. გარდა ამისა, რობაქიძის გამზირის კაპიტალური სამუშაოები დაიწყება - დიდუბის ხიდიდან აღმაშენებლის ძეგლამდე მონაკვეთი მთლიანად რეაბილიტირებული იქნება.

ამავდროულად იწყება თბილისი-ნაფეტვრების გზის კაპიტალური სამუშაოები, ჩიქოვანის ქუჩის კაპიტალური შეკეთება, სადაც სანიაღვრეებისა და წყალარინების მიმართულებით, სერიოზული პრობლემებია. იგეგმება ასევე, შავი ზღვის, ფალიაშვილის, კოსტავა-შარტავას ქუჩების კაპიტალური შეკეთება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.