ინგოლშტადტის ტურიზმის ინსტიტუტის მაგისტრები გურიის ტურისტულ პოტენციალს შეისწავლიან
ინგოლშტადტის ტურიზმის ინსტიტუტის 18 მაგისტრი გურიის ტურისტულ პოტენციალს შეისწავლიან. ჯგუფი პროფესორ ჰარალდ ფეჰლანერის ხელმძღვანელობით გურიას სექტემბერში ეწვევა.
მაგისტრები სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში ადგილზე განახორციელებენ რეგიონში შეუსწავლელი ტურისტული ადგილების პოტენციალის პირველად კვლევას მუნიციპალიტეტებში.
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ კვლევის შედეგები ღირებული იქნება რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის.
გურიის რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, გაფართოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ პროფესორ ფეჰლანერის თაოსნობით განხორციელებულია ტურიზმის, რეგიონალური განვითარებისა და მართვის უამრავი სამეცნიერო კვლევა წამყვანი კვლევითი ცენტრის – Eurac Research-ის (www.eurac.edu), ინგოლშტადტის უნივერსიტეტისა (www.ku.de) და მსოფლიოში ტურიზმის ექსპერტების პირველი სამეცნიერო ასოციაციის (www.aiest.org) ფარგლებში.
www.bpi.ge